თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ანაკლიაში (ვიდეო)
18:44 / 06.03.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში საქართველოს პარლამენტის
თვითმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი
სხდომა გაიმართა, სადაც დეპუტატებმა ორი საკანონმდებლო ინიციატივა
წარადგინეს. ერთ-ერთი მათგანი დაჯარიმების სპეციალური მუხლის
ამოქმედებას და პარკირების სისტემის ზოგად მოწესრიგებას გულისხმობს.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მერაბ ქვარაიას თქმით,
მუნიციპალიტეტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავად უზრუნველყონ
შესაბამისი წესების რეგულირება.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, კანონპროექტის მიხედვით, საკრებულოს
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი
უნდა განისაზღვროს.
ქვარაიამ სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის გაცხადებული გეგმა
დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით თვითმმართველობების
გაძლიერებისკენაა მიმართული და კომიტეტი სამი სხვადასხვა, მათ შორის,
ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის ჩართულობის
კუთხით მუშაობს.
მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარემ მამუკა წოწერიამ შეხვედრაზე
რამდენიმე წინადადადება გააჟღერა, მათ შორის, შეეხო გარევაჭრობის
საკითხსაც.
“ფაქტობრივად, კანონის მუხლი, რომელიც გარევაჭრობას მიმართვის გარეშე
კრძალავს, შეჩერებულია, თუ იქნება შესაბამისი რეგულაცია და
განისაზღვრება მოსაკრებლის ოდენობა, უკეთესი იქნება, რადგან ამ ეტაპზე
სანებართვო სისტემა არ არის დადგენილი”, - თქვა წოწერიამ.
რაც შეეხება ლაშა გოგიას, მან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების
მექანიზმების არაეფექტურობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტს
შესაბამისი ზემოქმედების საშუალება არ აქვს.
პარლამენტის წევრებს კითხვები სხვა მუნიციპალიტეტების მერებმაც
დაუსვეს. ჩხროროწყუს მერი წვევამდელების საკითხს შეეხო და განმარტა,
რომ მათ მუნიციპალიტეტიდან ორგანიზაცია "გირჩის" წევრები მიერ
დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებული 17-მდე
ახალგაზრდა სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი
სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირებად ითვლებიან. მისი
შეფასებით, ეს დეზერტირობაა. დათო გოგუამ დეპუტატებს საკითხის
მოგვარება თხოვა.
რაც შეეხება აბაშის მერს ლევან მაკალათიას, მან საძოვრების საკითხსა
და აზიური ფაროსანას პრობლმაზე გაამახვილა ყურადღება.
ფაროსანასთან დაკავშირებით გუბერნატორმა ლევან შონიამ თქვა, რომ
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები წელს ბევრად მასშტაბური იქნება
და მოსახლეობას ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებამ
ყველა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ადგილობრივებს, თუმცა მთავარი
სამუშაოები თავად უნდა ჩაატარონ.
„ხალხს ძველი წარმოდგენა აქვს, რომ თხილი ველური მცენარეა და თავისით
მოიყვანს მოსავალს. ჩვენ უნდა გავაგებონოთ მას, რომ ეს ასე არ არის“,
- აღნიშნა შონიამ.
სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ
მერაბ ქვარაიამ აღნიშნეს, რომ გასვლითი ფორმატი მნიშვნელოვანია
რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან დიალოგისთვისა და
კომუნიკაციისთვის.
კომიტეტის სხდომას პარლამენტის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და
მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები