დაურ კოვე: იმედია, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწევთ
სოხუმში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები ჩავიდნენ. შეხვედრაზე
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო
საქმეთა მინისტრმ დაურ კოვემ იმედი გამოთქვა, რომ მორიგ 43 - ე
მოლაპარაკებაზე, საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ
სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწევენ.
«ვფიქრობ, ჩვენ ძალიან ახლოს მივედით სიტყვიერ შეთანხმებასთან. წინა
შეხვედრებმა უჩვენეს რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. ვთვლი, რომ ჩვენ
შევძლებთ დავარწმუნოთ მხარეები და მივიღოთ განცხადება ძალის
გამოუყენებლობის შესახებ», - განაცხადა მან.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯოდმარე ტაივო კლაარმა და გაეროში
ევროპის დეპარტამენტის განყოფილების დირექტორმა მეჰმეთ ლევენტმა ასევე
იმედი გამოთქვეს, რომ მორიგი რაუნდი კონსტრუქციულ ვითარებაში
ჩაივლის.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი 27-28 მარტს
გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები