რეგიონი
ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია სრულდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფ. თაიაში XI საუკუნის ისტორიული ძეგლის ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და კომპანია „მეღვინეობა ხარებას“ დაფინანსებით მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა პატრონობის სფეროში მხარეთა თანამშრომლობის პროცესი კლუბ „ემეგობრე მემკვიდრეობას“ ფარგლებში წარიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს.

„სარეაბილიტაციო პროცესი ბაზილიკის ტიპის უგუმბათო ნაგებობაზე მინაშენის, ეკლესიის სახურავის, ეკლესიის ეზოში მდებარე კოშკის სახურავისა და გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცის ითვალისწინებს. ამჟამად მთლიანად დასრულებულია ეკლესიის ეკვდერი. შირიმის ქვით აღდგა კედლების შიდა და გარე წყობები, შიდა თაღები, კამარა, ლავგარდანი; დაფერილი თუნუქის ახალი საფარით მოეწყო ეკვდერის სახურავი; მიმდინარეობს ეკვდერის იატაკის კირქვით მოპირკეთება, ეკლესიის გალავნის აღდგენა-რეაბილიტაცია კირქვითა და პოლიმერ-კირის ხსნარით. ასევე დაფერილი თუნუქით მოეწყობა კარიბჭისა და ეკლესიის სახურავი და ეზოში მდებარე კოშკის სახურავი, ჭედური ელემენტებით მოეწყობა ეკლესიის ეკვდერის შესასვლელი რკინის კარი, რომელიც დამზადდა ცენტრალური შესასვლელი რკინის კარის შესაბამისად ,რომელმაც ასწლეულების წინ XI საუკუნის დროინდელი ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი შეცვალა (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში)“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.


ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტს კომპანია „კლდეკარი” ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 140 000 ლარი შეადგინა.

საუკუნეების განმავლობაში ოცინდალეს წმ. გიორგის სახლობის ეკლესია უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის საეკლესიო დღესასწაულზე მოსახლეობა სამეგრელოს ყველა კუთხიდან იკრიბებოდა. XIXსაუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სოფ. თაიაშის ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. XXსაულკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა. XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს სახელმწიფო იცავდა.მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 30-მდე მღვიმეა გამოკვლეული, რომელთაგან ერთ-ერთი კავკასიის უდიდეს მღვიმეთა ნუსხაშია შეტანილი. ტაძრის რეაბილიტაცია უკანასკნელად XX საუკუნის 80-იანწლებში განხორციელდა, რომლის დროსაც მისი სამრეკლო შეკეთდა. 2012 წელს ოცინდალეს ეკლესიაში, სენაკიას დაჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიოს კურთხევით, მამათა მონასტერი დაფუძნდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.