ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის მერია მიწის გადაცემას ერთი თვის წინ დარეგისტრირებული კომპანიისთვის გეგმავს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით მუნიციპალიტეტის მერია გულუას პარკის გასხვისებას აუქციონის გარეშე აპირებს. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ ადგილზე, მდინარე ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი, რომელიც აქ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, გუბერნატორისა და ვიცე-მერის მეგობარია.

„მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ჯალაღონია შონიასა და გულორდავას მეგობარია, არ უნდა გასხვისდეს ზუგდიდელების საკუთრება ისეთ კომპანიაზე, რომელიც გასულ თვეს დარეგისტრირდა და არავითარი აქტივობა არ განუხორციელებია. სალომე ჯალაღონია მხოლოდ ფიქტიური მფლობელია და რეალურად კომპანიას მისი მამა გოჩა ჯალაღონია ფლობს“, - თქვა წითლიძემ.




მან ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციულ გარიგებებსა და პირადი ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და საკრებულოსა და მერიას მოუწოდა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ლევან შონია გოჩა ჯალაღონიას საერთოდ არ იცნობს.

„რაც შეეხება ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის შესახებ პროექტს, ეს პროექტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ამ დრომდე არ შემოსულა. განვმარტავთ, რომ მას შემდეგ რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საინვესტიციო პროექტს მერია და ჩვენი ადმინისტრაცია დასტურს მისცემს, ეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც აცხადებს აუქციონს ან კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით იჯარით აძლევს მიწას ინვესტორს“, - აღნიშნეს სამხარეო ადმინისტრაციაში.



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.

სააქციო საზოგადოება ,,ზუგდიდი სითიმ" მრავალფუნქციური კომპლექსის ესკიზური პროექტის პრეზენტაცია მერიის სააქტო დარბაზში 1 მარტს გამართა. 


მერიის ინფორმაციით, ,ზუგდიდი სითი", რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს. მავე ცნობით პროექტის ღირებულება 12 000 000 ლარია. 

მოგვიანებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზიები შპს „აკვაპარკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა მიქავამ გამოთქვა და მერია მისი ტერიტორიის უკანონო გასხვისებაში დაადანაშაულა. მერმა ლაშა გოგიამ კი მის საპასუხოდ განმარტა, რომ სააქციო საზოგადოებამ მხოლოდ პრეზენტაცია გააკეთა და ამ ტერიტორიაზე ინვესტიცის შემოთავაზება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას ოთხმილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკამაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. ამ ეტაპზე კი მანანა მიქავა ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია მას ეკუთვნის და ინვესტორიც ჰყავს მოძიებული.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.