ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანი, რომლის ნაწილი
ცისფრად იყო შეღებილი, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის
თანამშრომლებმა კვლავ მწვანედ გადაღებეს.
რადიო „ათინათს“ მერიის პრესსამსახურში
განუმარტეს, რომ ცისფერი ფერი საცდელი იყო. დღეს კი არქიტექტორთან
კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ შადრევანი მწვანედ შეიღებოს.
„გუშინ იმის სანახავად, რამდენად ეფექტური იქნებოდა, შეიღება ცისფრად,
რომ ბულვარის განათების ფერებთან შეხამებული ყოფილიყო. დღეს კი
გადაწყდა, რომ უკეთესია, მწვანედ დარჩეს“, - გვითხრეს მერიაში.
მათივე ცნობით, უკვე დაწყებულია ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე
არსებული გლობუსის განახლებაც.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
მთავარ შადრევანს ცისფრად ღებავენ
მასალის გამოყენების პირობები