ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქესა და ეკლესიას შორის სადავო საქმის განხილვა დაიწყო (ვიდეო)
17:47 / 14.03.2018
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალეს
მკვიდრის ვალტერ აქუბარდიას
საჩივრის საფუძველზე პირველი პროცესი გაიმართა. მოსარჩელე რამდენიმე
თვის წინ გარდაიცვალა
და განხილვაში მოსარჩელის სტატუსით მისი და თინატინ აქუბარდია ჩაერთო.
სარჩელით აქუბარდიები მათი სახლის ეკლესიისთვის ჩუქების აქტის ბათილად
ცნობას ითხოვენ, რადგან, მათი მტკიცებით, ზუგდიდისა და ცაიშის
მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ ვალტერ აქუბარდიასთვის მიცემული პირობა
დაარღვია და ნაჩუქარი სახლის ადგილზე ბერების სალოცავის აშენების
ნაცვლად ტერიტორია სახელმწიფო ელექტროსისტემას მიჰყიდა.
სხდომაზე მოპასუხე მხარის, ეკლესიის ადვოკატებმა ედიშერ ქარჩავამ და
მაია დემეტრაძემ დავაში მესამე მხარედ სახელმწიფო ელექტროსისტემის
ჩართვა მოითხოვეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსარჩელე მხარეც
დაეთანხმა. მოსამართლის ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, სააქციო
საზოგადოება დავაში ჩაერთვება.
პროცესზე არ იმყოფებოდა კიდევ ერთი მოპასუხე, წალენჯიხაში ერთ-ერთი
ეკლესიის მოძღვარი კახა მარღანია.
გარდა ამისა, მოსამართლემ მოწმის სახით აღნიშნულ სახლში მცხოვრები
ვლადიმერ განიჩის დაკითხვის შუამდგომლობაც დააკმაყოფილა, თუმცა არ
დაეთანხმა მოსარჩელეების შუამდგომლობას სხვა მოწმეების დაკითხვასთან
დაკავშირებით, რომლებიც, თინათინ აქუბარდიას მტკიცებით, სასულიერი
პირებსა და მის ძმას შორის დადებული პირობის შესახებ ინფორმაციას
ფლობენ.
პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მოსარჩელე
მხარემ და ადვოკატებმა გააკეთეს. აქუბარდიას თქმით, ის ადგილობრივი
ეკლესიის მღვდელის კახა მარღანიას დასჯას და ეკლესიიდან მის მოკვეთას
მოითხოვს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
„ჭალეში არ გავაჩერებთ, მრევლი გვერდში დამიდგება. ის მეუფე გერასიმეს
მითითებების შემსრულებელია“, - თქვა აქუბარდიამ.
თავის მხრივ, ეკლესიის ინტერესების დამცველი ედიშერ ქარჩავა ამბობს,
რომ ტერიტორია არა სრულად, არამედ ნაწილობრივ არის გასხვისებული. რაც
შეეხება პირობას, ქარჩავას ცნობით, იურიდიულად არავითარი პირობა არ
არსებობს გარდა იმისა, რომ სადავო სახლში ვლადიმერ განიჩს უნდა
ეცხოვრა და ეკლესიას უნდა ეზრუნა მასზე.
„ შემიძლია გითხრათ, რომ ეკლესიას აქვს სურვილი და დაგეგმილია, რომ ამ
ტერიტორიაზე ფუნქციონირება დაიწყოს ეკლესიამ სამართლებრივი და
კანონიკური ნორმების დაცვით. როგორც ვიცი, პირობა არ არსებობდა,
მაგრამ ეკლესიას აქვს ასეთი სურვილი. დარჩენილ ქონებას ეკლესია
გამოიყენებს თავის მიზნების განხორციელებისთვის, როგორც ეს
ხელშეკრულებაში წერია“, - თქვა ქარჩავამ.
ჭალეში ელექტროგადამცემი ხაზები კომპანიებს „ენერგოტრანსსა“ და
„კავკასენერგოს“ ერთობლივად გაჰყავთ. მოსახლეობამ აღნიშნულთან
დაკავშირებით აქცია არაერთხელ გამართა. სამუშაოები აქუბარდიების მიერ
ეპარქიისთვის ნაჩუქარ სადავო ტერიტორიაზეც მიმდინარეობს, რასაც
აქუბარდიები აპროტესტებდნენ. მოგვიანებით, ზუგდიდისა და ცაიშის
ეპარქიამ სოციალურ ქსელ „facebook”-ზე სპეციალური განცხადება
გამოაქვეყნა, რომელშიც მღვდელი ანდრია კემულარია ამბობდა, რომ ეპარქია
შემოწირულობას აქუბარდიების ოჯახს დაუბრუნებდა.
განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიების
მიერ შემოწირულ ჭალეში მდებარე სახლში, ოჯახის სურვილით, უნდა
დაარსებულიყო მონასტერი, თუმცა ფინანსური და სხვა მიზეზების გამო ეს
ვერ მოხერხდა. ამავე თემაზე:
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ბელორუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აფხაზეთში 300 - ნომრიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, სამკურნალო-სარეაბილიტაციო სპა-ცენტრით და ტალახის წყაროებით.
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები