ზუგდიდში დადიანის ქუჩაზე დაჭრილი მოზარდის ოპერაცია რეფერალურ
ჰოსპიტალაში დასრულდა. ექიმის გიორგი გერლიანის თქმით, ამჟამად მისი
მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. “მიკროოპერაციულად აღმოჩნდა მარჯვენა
პლევრის ღრუს და ფილტვის ქსოვილის დაზიანება მასიური
სისხლდენით.ჩატარდა ოპერაცია.ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ
განყოფილებაში დანარჩენ დინამიკას გვიჩვენებს მკურნალობის შედეგი”,
-უთხრა ჟურნალისტებს ექიმმა.
ზუგდიდში არასრულწლოვანი, დაახლოებით, ერთი საათის წინ დაჭრეს. იგი
ზუგდიდის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეა.ფაქტზე შინაგან საქმეთა
სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით
დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მოზარდის დაჭრის ფაქტზე
საქმე აღიძრა
ზუგდიდში დაჭრილ
მოზარდს ოპერაცია უტარდება
მასალის გამოყენების პირობები