2017 წელს „აფხაზეთის მოქალაქეობა“ 382 - მა რეპატრიანტმა მიიღო. ამის
შესახებ აფხაზური მედია იტყობინება. ამავე ცობით, ისტორიულ სამშობლოში
დაბრუნების
განსაკუთრებულ სურვილს იორდანიის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები
გამოთქვამენ.
"იორდანიიდან 80 - ზე მეტი, ხოლო თურქეთიდან 26 ადამიანი მზადაა
აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩამოვიდეს საცხოვრებლად", - თქვა რეპატრიაციის
საკითხებში „სახელმწიფო კომიტეტის“ თავმჯდომარე ბესლან დბარმა.
მისივე თქმით, იმ თანამემამულეებს, რომლებიც ბინებით უკვე
დაკმაყოფილდნენ, თუმცა 2-3 წელია იქ არ უცხოვრიათ, ფართები
ჩამოერთმევათ.
„დღესდღეობით 565 ადამინს სურს აფხაზეთში საცხოვრებლის მიღება და ჩვენ
მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“ , – აღნიშნა ბესლან დბარმა დე ფაქტო
აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე.
თავის მხრივ, რაულ ხაჯიმბამ რეპატრიაციის პროგრამის მიღების
აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ სამშობლოში დაბრუნებულებს
განათლების, მედიცინის და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის
საკითხებში დახმარება უნდა გაეწიოთ.“
მასალის გამოყენების პირობები