ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ევროპელები“
იქმნება. საკრებულოს აპარატის უფროსის ნატა პაპასკირის ინფორმაციით,
სამწევრიანმა
ფრაქციამ შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც კომისიამ უკვე
განიხილა.
ფრაქცია ოფიციალურად მას შემდეგ შეიქმნება, რაც წინადადებას ბიურო და
შემდეგ უკვე საკრებულო დაამტკიცებს.
ფრაქცია „ევროპელებში“ „ევროპული საქართველოს“ წევრები: ბათლომე შელია
და ირაკლი ღურწკაია იქნებიან. მესამე წევრი კი ენმ-ის ყოფილი, ამჟამად
კი „ევროპული საქართველო“-ს წარმომადგენელი გელა თოლორაიაა.
მასალის გამოყენების პირობები