საია: მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას (ვიდეო)
16:28 / 15.03.2018
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა
არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური კვლევის შედეგების
პრეზენტაცია გამართა. კვლევის თანახმად, ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებმა ბუნებრივი გზით ქალთა პოლიტიკური
გააქტიურების ზრდა ვერ აჩვენა. ამასთან, გამოიკვეთა, რომ ქალთა
რაოდენობა წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით
1,5%-ით გაიზარდა, თუნცა ეს უმნიშვნელოა და ეს
ციფრი მხოლოდ 13,46 % შეადგენს. გარდა ამისა, არჩეული 64 მერიდან
მხოლოდ ერთია ქალი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, რომ
მაჟორიტარული არჩევნები ხელს არ უწყობს ქალთა მონაწილეობის ზრდას,
რადგან მაჟორიტარული სისტემით არჩეული ქალების რაოდენობა
პროპორციულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია. 64-დან 22
საკრებულოში მაჟორიტარული წესით არჩეულის ქალების რაოდენობა 0-ია“, -
აღნიშნულია კვლევაში.
პავლიაშვილის თქმით, სამეგრელოში, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში,
ქალებს წამყვან პოზიციებზე არ წარადგენენ და მათი ნომინირება არ
ხდება, რაც საკრებულოებსა და პარლამენტში მათ ნაკლებობას იწვევს.
„რაც შეეხება რეკომენდაციებს, მთავრობას ცენტრალურ დონეზე უნდა
ჰქონდეს ერთიანი სტრატეგია, რათა თვითმმართველობა უფრო დამოუკიდებელი
გახდეს. თავის მხრივ, თვითმმართველობები უფრო ახლოს უნდა იყვნენ
მოსახლეობასთან და იმუშაონ მათ საჭიროებებზე“, - აღნიშნა
პავლიაშვილმა.
პრეზენტაციის
შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა
კითხვები დასვეს და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი
მოსაზრებები გამოთქვეს.
„ქალი კანდიდატობის მსურველები ბევრია, თუმცა, ვხვდებით იმ პრობლემას,
რომ არჩევნების დრო არ არის დაინტერესება მათ მიმართ, რადგან
გადაწყვტილებას ღებულობენ კაცები“, - თქვა ციცინო შენგელიამ.
კვლევა პროექტის „საქართველოში კონკურენტული, სამართლიანი და
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა 2016-2018 საარჩევნო
ციკლისთვის“ ფარგლებში, USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები