სენაკის ბლოკის საწარმოს დანადგარში მოყოლილი ადამიანი გარდაიცვალა
სენაკში არსებულ ბეტონის ბლოკის საწარმოში, სამტვრევმა დანადგარმა
ადამიანი მოიყოლა, რომელიც შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, დანადგარი გაუმართავი იყო. შემთხვევა რამდენიმე
დღის წინ
მოხდა, თუმცა მედიისთვის ფაქტის შესახებ მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით
დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას
უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები