ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე გურიფულში ცენტრალური და
ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა აზიური მავნებლის წინააღმდეგ ფერომონი დაამონტაჟეს,
რომელმაც ფაროსანა უნდა მოიზიდოს. სწორედ ამ ფერომონებზე დაკვირვების
საფუძველზე დაიწყება მავნებლის წინააღმდეგ წამლობა.
„ეს არის პირველი ფერომონი, რომელიც მავნებელს მოიზიდავს, მარტსა და
აპრილში კი მათ მუდმივად დავაკვირდებით. სულ საქართველოში 100 000-მდე
ასეთი მოწყობილობა დამონტაჟდება, მათ შორის, „მოიზედე და მოკალი“
სისტემები ტყის პერიმეტრებზე“, - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს
ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
ამის შემდეგ სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა
ადგილობრივების კითხვებს უპასუხეს. მათ შეკრებილებს ფაროსანას
წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები და გეგმები გააცნეს და მოუწოდეს,
რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთონ. „მარტო
სახელმწიფომ რომ იმუშაოს, ისე არაფერი გამოვა“, - უთხრა მოსახლეობას
ზურაბ ალავიძემ.
მანამდე, მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრები აბაშასა და სენაკში
გამართეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები