რეგიონი
მერიას და საკრებულოს "ზუგდიდელთან" თანამშრომლობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
საზოგადოება „ზუგდიდელთან“ თანამშრომლობის შეწყვეტას მოუწოდებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიას. შესაბამისი პეტიცია მოქალაქე ეგნატე შამუგიამ შეიმუშავა. ავტორი საზოგადოება "ზუგდიდელის" გამგეობის თავმჯდომარეს მურმან ნაჭყებიას ანტიდასავლური განწყობების პროპაგანადას, სიძულვილის ენის გამოყენებასა და ჰომოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. პეტიცია manifest.ge-ზე გამოქვეყნდა და მას უკვე 50-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. 

„რამდენიმე წელია, ზუგდიდში ფუნქციონირებს ა(ა)იპ „საზოგადოება ზუგდიდელი“, რომელიც დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. „საზოგადოება ზუგდიდელის“ წარმომადგენლები მუდმივად არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ასევე მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები. მათთან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, პერიოდულად მართავენ შეხვედრებს და განიხილავენ სხვადასხვა საკითხს. შეიძლება ითქვას, რომ „საზოგადოება ზუგდიდელს“ აქვს გარკვეული ტიპის გავლენა ზუგდიდში (ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით), რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე.

„საზოგადოება ზუგდიდელი“ საკუთარი გამოსვლებით ებრძვის საქართველოს დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს და არჩევანს. იგი გამოირჩევა ანტიდასავლური პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის აქტიური გამოყენებით. მაგალითად, „დასავლეთიდან მართული ძალები დესტრუქციულ მოქმედებას ახდენენ ჩვენს აღმასრულებელ ხელისუფლებაში“ - განაცხადა საზოგადოების გამგეობის წევრმა მურმან ნაჭყებიამ. იგივე ნაჭყებიამ „ზუგდიდელის“ სახელით მიცემულ ინტერვიუში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არაღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების იქ ყოფნის მიზეზად მათი მაღალი ანაზღაურება დაასახელა, რითიც შეურაცხყო ყველა ის მისია, რომელიც კონფლიქტის მოგვარების სასარგებლოდ მოქმედებს, რაც ისევ და ისევ რუსული ნარატივის ნაწილია.

„საზოგადოება ზუგდიდელი“ რომ ანტიდასავლურ განწყობებს უწევს პოპულარიზაციას ჩანს მათ მიერ გავრცელებულ შემდეგ განცხადებაშიც: „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა დასავლეთის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის თავსმოხვეული, შორს გამიზნული ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო. …ეტყობა, თანდათან ძვალ-რბილში გვიჯდება ე. წ. დასავლური თეზა. “ ორგანიზაცია, აშკარად, აყალიბებს ე.წ. „გარყვნილების სტიგმას“ და მას, ცალსახად, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ დასავლურ ქვეყნებთან აიგივებს. ამის კიდევ ერთი გამოხატულებაა მიმდინარე წლის 17 მარტს მომხდარი შემაშფოთებელი ფაქტი: მურმან ნაჭყებიამ, ორგანიზაციის სახელით, დაბადების დღე მიულოცა სტალინისტ გრიგოლ (გრიშა) ონიანს და მისი წარმატებული საქმიანობის ერთ-ერთ მაგალითად ბერიასა და სტალინზე დაწერილი წიგნები მოიყვანა. ციტატა წერილიდან: „თქვენ ბრძანდებით უნივერსალური პიროვნება, სიმართლისათვის დაუღალავი მებრძოლი, სამშობლოზე, მშობლიურ ხალხზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული, ცნობილი მეისტორიე. ამის დასტურია თქვენ მიერ ქვეყნებადი წერილები, სტატიები და პუბლიკაციები მასმედიის ფურცლებზე სტალინზე და ბერიაზე. გისურვებთ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლეს ერის სიფხიზლის სადარაჯოზე“.

ჩვენი სახელმწიფო 25 წელზე მეტია ცდილობს თავი დააღწიოს საბჭოთა და უკვე რუსულ გავლენებს, რუსულ ოკუპაციას, გათავისუფლდეს ყველა იმ მავნე გავლენისაგან რაც თავის დროზე საბჭოთა ხელისუფლების მესვეურებმა, მათ შორის იოსებ სტალინმა და მასობრივი რეპრესიების მეთაურმა ლავრენტი ბერიამ უმძიმეს მემკვიდრეობად დაგვიტოვეს. ვიცით რა გრიგოლ ონიანის პოზიტიური დამოკიდებულებები და მისი ნაწერები სტალინის შესახებ, მიგვაჩნია, რომ ეს განცხადება (საჯარო მილოცვა) წინააღმდეგობაში მოდის ქართული სახელმწიფოს დეკლარირებულ ინტერესებთან და ხელს უწყობს რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში.

ისევე, როგორც მილოცვის ადრესატი გრიგოლ ონიანი, „საზოგადოება ზუგდიდელიც“ ხშირად არის შემჩნეული სიძულვილის ენის გამოყენებაში. „ზუგდიდელი“ განსაკუთრებით გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით.

მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოება ზუგდიდელი“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია და მისი პირდაპირი მოვალეობაა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, მისი საქმიანობიდან აშკარად იკითხება პოლიტიკური მიკერძოებულობის ნიშნები.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მოვითხოვთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გაწყვიტოს ყოველგვარი კავშირი „საზოგადოება ზუგდიდელთან“. დაუშვებელია, რომ პრორუსული განწყობების გამავრცელებელი, სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამორჩეულმა ადამიანებმა რჩევები მისცენ ზუგდიდის მერს ადგილობრივ საჭიროებებზე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში იყვნენ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები“, - ნათქვამია პეტიციაში.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / აპრილი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით იწვიმებს.
11 / აპრილი 2025
სოციალური მომსახურების სააგენტოს 2025 წლის მარტის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით, 27 130 მოზარდი საარსებო შემწეობას იღებს.
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.