დე-ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაგრის
მილიციის სამმართველოს თანამშროლმლებმა ბიჭვინთაში
საქართველოს მოქალაქე, ფოთში მცხოვრები იური გობეჩია 7 მარტს
დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ბრალად „საზღვრის უკანონო კვეთა“
ედება. დე ფაქტო შსს-ის ინფორმაციით, მან სამეგრელო-აფხაზეთის
საზღვარი გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში „უკანონოდ“
გადაკვეთა.
მათივე ცნობით, გობეჩია გირაოს სანაცვლოდ უკვე გათავისუფლებულია,
თუმცა, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
მასალის გამოყენების პირობები