ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 13-19 მარტს, ზუგდიდის
რაიონის სოფელ
რუხსა და ორსანტიაში 11 460 ღერი უაქციზო სიგარეტის
შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ
შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5
ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.
საქმეთა მასალები კი, კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს
გადაეგზავნა.
ფოტო: http://www.rs.ge/
მასალის გამოყენების პირობები