გალის რაიონში იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ
ინფორმაციას დე ფაქტო
აფხაზეთის სახელმწიფო უშოშროების სამსახური
ავრცელებს. იარაღი და
საბრძოლო მასალა რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა,
რომლებიც
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებენ, სოფელ
ლეკუხონეში იპოვეს.
ამავე ცნობით, სამალავიდან ამოღებულია ტანკსაწინააღმდეგო
ყუმბარმტყორცნი РПГ-26, 16 - კალიბრიანი ორლულიანი სანადირო თოფი,
ხელყუმბარა Ф-1, 30 - მდე საბრძოლო ვაზნა.
აფხაზური მედიის ცნობით, საქმესთან დაკავშირებით, ოპერატიულ -
სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები