ზუგდიდის-მესტიის საავტომობილო გზის ლაჯურღულას მონაკვეთზე ძლიერი
ნალექის შედეგად კლდე ჩამოიშალა. მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის
ცნობით, ქვის ცვენის გამო ამ დროისთვის მოძრაობა პარალიზებულია და
გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით, წვიმამ პრობლემები შექმნა უშგულის
მიმართულებითაც, სადაც მულახის თემში მეწყერი ჩამოიშალა, თუმცა
აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.
მასალის გამოყენების პირობები