ზუგდიდის სასამართლომ მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და
მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ ცნო,
სასჯელის ზომად კი 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის
შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით
დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს, ქ. ფოთში, მისსავე საცხოვრებელ
ბინაში ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს - ზ.შ.-ს დანით გულმკერდის
არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას
ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11,108-ე მუხლით (განზრახ
მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მასალის გამოყენების პირობები