ზუგდიდის-მესტიის საავტომობილო გზის ლაღურჯულას მონაკვეთზე
ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის
კაპიტონ
ჟორჟოლიანის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები 2 საათზე
მეტხანს გრძელდებოდა.
მისივე ინფორმაციით, მოძრაობა გზაზე გუშინ აღდგა.
"ამ წუთებში მესტიაში თოვს, თუმცა გზებზე პრობლემები არ არის",
- უთხრა
რადიო "ათინათს"
ჟორჟოლიანმა.
ძლიერი ნალექის შედეგად ლაღურჯულას მონაკვეთზე კლდე ჩამოიშალა. წვიმამ
პრობლემები შექმნა უშგულის მიმართულებითაც, სადაც მულახის თემში
მეწყერი ჩამოიშალა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდი-მესტიის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია
მასალის გამოყენების პირობები