გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები სოფელ წილკანში ჩავიდნენ და
ტატუნაშვილებს მიუსამძიმრეს. გამგზავრებამდე მათ რადიო
„ათინათს“ განუცხადეს, რომ სამძიმარზე
პატივისცემის, თანაგრძნობის და თანადგომის ნიშნად ჩადიან.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში, ხურჩა-ნაბაკევის ე. წ.
ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზმა მესაზღვრემ მოკლა.
ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს
გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილ სამხედროს 24
მარტს, სოფელ ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ფოტო: დათო ხურციძე
ამავე თემაზე: გიგა
ოთხოზორიას ოჯახი ტატუნაშვილის სამძიმარზე აპირებს
წასვლას
მასალის გამოყენების პირობები