დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში ვიზიტად
მყოფი ალექსანდრე ლუკაშენკოს
გამონათქვამებს გამოეხმაურა. უწყებამ თავის განცხადებაში
სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა აფხაზეთი
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში მოიხსენია.
მათი თქმით, „ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ
აფხაზეთის „საქართველო მხარეს“ არ წარმოდგენს და მისი დამოიკიდებლობა
2008 წელს რუსეთის ფედერაციამ აღიარა“. აქვე აღნიშნულია, რომ
„აფხაზეთს ყოველწლიურად სტუმრობს მილიონამდე ტურისტი დსთს
ქვეყნებიდან, მათ შორის, ბელარუსის მოქალაქეები, რომლებიც უვიზო
მიმოსვლით სარგებლობენ“.
„ვთვლით, რომ რუსეთის მოკავშირე ქვეყნის, ბელარუსის რესპუბლიკის
ლიდერის მხრიდან, არასაკადრისია მსგავსი განცხადებების გაკეთება“, -
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეოს უწყების განცხადებაში.
22-23 მარტს საქართველოში ვიზიტად მყოფმა ბელარუსის პრზიდენტმა
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა: ,,თბილისში მხოლოდ
მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე... მაგრამ ახლა, სამწუხაროდ,
შეიქმნა გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს
მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ
რაღაცად...“.
ფოტო: რადიო თავისუფლება
მასალის გამოყენების პირობები