“დედამიწის საათს“ დღეს ზუგდიდიც შეუერთდა. 20:30 -დან 21:30-
საათამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის
ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მერიის შენობებში შუქი გამოირთო.
ამ დროის განმავლობაში ელექტროგანათება ჩააქრეს სამეგრელო-ზემო
სვანეთის ყველა ადმინისტრაციულ შენობაშიც.
გარდა ამისა, “სკეით პარკში“ ღონისძიებაც გაიმართა.
„დედამიწის საათი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი
აქციაა, რომელიც მეთერთმეტე წელია, ტარდება. ამ დროს მილიონობით
ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და
ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას
გამოხატავს.
მასალის გამოყენების პირობები