ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობის ფრაქციების
გაერთიანებულ სხდომაზე სოფელ ცაცხვში ერთ-ერთი ქუჩისთვის თამაზ
ჟორჟოლიანის
სახელის მინიჭების თაობაზე წინადადები განიხილეს. დეპუტატებმა
აღნიშნული ინიციატივა ერთხმად მოიწონეს.
თამაზ ჟორჟოლიანი სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგებლის მოადგილე, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი,
საქართველოს უზენაესი საბჭოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი. 1995-2014
წლებში იმყოფებოდა ემიგრაციაში, ბელგიის სამეფოში. თამაზ ჟორჟოლიანი
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცაიშის მაჟორიტარ
დეპუტატად აირჩიეს.
იგი 2017 წლის ნოემბერში ახალი მოწვევის საკრებულოს შეკრებამდე
ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ამავე თემაზე:
ერთი
დაღუპული და სამი დაშავებული - ავარია ცაიშში
მასალის გამოყენების პირობები