მეწყრული პროცესების გამო ეცერი-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის კმ112-კმ188
(ეცერი-უშგული) მონაკვეთზე
მეწყრული პროცესების გამო, შევიწროვებულია გზის სავალი ნაწილი.
ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული მიზეზით ამ მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები