გუბერნატორის ადმინისტრაციას და ჩეხურ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ჩეხურ
კომპანია "Lichy Сonsulting"-ის შვილობილ კომპანია "INVEST GROUP
GE"-ს შორის
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ამის
შესახებ გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი მხარეებს შორის ტურიზმის და ლოჯისტიკის
სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს, რაც მიზნად ტურიზმის სფეროს
განვითარებას და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ისახავს.
მემორანდუმს ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ
, კომპანიის წარმომადგენლებმა რომან ჯირსამ და კატერინა ჩარლოტ ლიჩმა
მოაწერეს.
,,Lichy Сonsulting" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტულ
პოტენციალს 5 თვის განმავლობაში სწავლობდა.
მასალის გამოყენების პირობები