14 მარტს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე ცივი იარაღით მოზარდის დაჭრაში
ბრალდებული დააკავეს ინფორმაცია ამის შესახებ
რადიო
„ათინათს“ შს სამინისტროში
დაუდასტურეს „მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცავებმა
ერთი პირი 117-ე მუხლით დააკავეს“, - აცხადებენ უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულიც არასრულწლოვანია.
15 წლის მოზარდი დადიანის ქუჩაზე 14 მარტს, დღისით დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში იყო მოთავსებული. მომხდარზე
გამოძიება სს კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის
განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა
მასალის გამოყენების პირობები