ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ლაჯურღულას
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ისევ შეიზღუდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით,
მთიდან ქვის ცვენის გამო ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს. მისივე
ცნობით, ჩამოცვენილმა ლოდებმა ტრაქტორი დააზიანა. ამ დროისთვის კი
გზის ორივე მხარეზე მოძრაობა პარალიზებულია და გაწმენდითი სამუშაოები
მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა თავისუფალია
მასალის გამოყენების პირობები