სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მოადგილედ პოლიციის
პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა.
მან ბუხუტი ნიკურაძე შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე სამ წელზე მეტ
ხანს მუშაობდა.
ამასთან, შეიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
უფროსი. ამჟამად უწყებას ნიკოლოზ დიასამიძე ხელმძღვანელობს.
ნიკოლოზ
დიასამიძე
შს სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჯიქია წლების განმავლობაში შინაგან
საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. იგი 2006
წელს ქ. ფოთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 2014 წლის
იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე იგი სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. ხოლო 2017 წლის აგვისტოდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის
მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
ამავე თემაზე:
სამეგრელო
-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი
ჰყავს
მასალის გამოყენების პირობები