რუსეთმა აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტი დროებით შეწყვიტა
რუსეთის ფედერაციამ დე-ფაქტო აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა
პროდუქციის შეტანა დროებით
აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის მთავარმა
სანიტარულმა უწყებამ მიიღო. ამის შესახებ „სპუტნიკ აბხაზია“
იუწყება.
„სახიფათო საკარანტინო ობიექტის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე
გავრცელების თავიდან აცილების და საექსპორტო პოტენციალის შენარჩუნების
მიზნით, „როსსელხოდნადზორი“ სავალდებულოდ თვლის, 2018 წლის 2
აპრილიდან დროებით შეიზღუდოს აფხაზეთიდან ყველა სახის მცენარეული
წარმოშობის პროდუქციის რუსეთში შემოტანა, მათ შორის ხის მრავალჯერადი
გამოყენების ჭურჭელი და შესაფუთი მასალა“,- ნათქვამია უწყების
განცხადებაში.
აფხაზური მედიის ცნობით, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის
ფედერალურმა სამსახურმა 2018 წლის 24 -25 მარტს მონიტორინგი ჩაატარა,
რომლის მიხედვითაც აფხაზეთში მავნებლის გავრცელების გამო
ფიტოსანიტარული მდგომარეობა კრიტიკულია.
მასალის გამოყენების პირობები