საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის
ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ჯგუფს დიდი ოდენობით
შემოსავლის უკანონოდ მიღების მიზნით, თბილისში, ბათუმსა და სენაკში,
ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიებზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ნებართვის
გარეშე აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი აპარატები ჰქონდათ
განთავსებული.
ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია
კანონდარღვევით მოქმედი ექვსი ერთეული სათამაშო აპარატი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე
ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები