დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ზუგდიდში (ვიდეო, ფოტო)
13:46 / 31.03.2018
ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს. მის დაბადების
დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ზუგდიდელებმა ცენტრალურ ბულვარში
პირველი პრეზიდენტის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. მათ გამსახურდია კიდევ
ერთხელ გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს.
„31 მარტი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და გამსახურდიას დაბადების დღე. ჩვენ
კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მის მიმართ მადლიერებას, რადგან მან
მოახერხა დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ ერის კონსოლიდაცია, რაც
დამოუკიდებლობის რეფერენდუმში ხალხის სრული მხარდაჭერით გამოიხატა,
მოგვიანებით კი საფუძვლად დაედო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. ეს
ყველაფერი პირველი პრეზიდენტის სახელთანაა დაკავშირებული. მიგვაჩნია,
რომ ის იყო გამორჩეული ფიგურა და თაობები მომავალში კიდევ უფრო
დააფასებენ მის ღვაწლს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე“,
- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.
ღონისძიებაზე, რომელზეც მოსწავლე -ახალგაზრობის სასახლის
მოცეკვავეებმა ხორუმი იცეკვეს და ანსამბლმა „ოდოიამ“ ეროვნული
სიმღერები შეასრულა, გამსახურდიას მომხრეები და თანამებრძოლებიც
იმყოფებოდნენ.
„ის იყო უდიდესი პიროვნება, დიდი კონსტანტინეს შვილი და
გოლგოთაგამოვლილი პრეზიდენტი. მას უნდოდა, რომ ხალხს ეცხოვრა ერთიან
და ძლიერ საქართველოში“, - უთხრა ჟურნალისტებს „ეროვნული მოძრაობის“
ქალთა ბატალიონის მეთაურმა დალი ლატარიამ.
1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა
საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობამ
ერთსულოვნად - 98%-მა, დაუჭირა მხარი საქართველოს სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის აღდგენას.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები