ვეტლაბორატორიის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ (ვიდეო)
18:50 / 02.04.2018
ზუგდიდში, ვეტლაბორატორიის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების
ნაწილი ბინებს ითხოვს, მანამდე კი
არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით ხელისუფლებას მიმართავენ.
მათი თქმით, რამდენიმე წელია, შენობის სარდაფში წყალი გროვდება, რაც
ანტისანიტარიას იწვევს. დევნილები შიშობენ, რომ ეს მათ და მათი
შვილების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
„წყლის სისტემა მოუწესრიგებელია. რასაც ვხარჯავთ, ჩადის სარდაფში და
გროვდება, რაც შემდეგ მწერების მომრავლებას იწვევს. ორ წელზე მეტია,
განცხადებით მივმართეთ დევნილთა სამმართველოს, თუმცა რეაგირება არ
ყოფილა. გვითხრეს, შემთხვევით, ჯგუფი სხვა ადგილას გაუშვეს და აქამდე
ვერ მოვიდნენ“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილა დონა გოგოხიამ.
გარდა ამისა, გოგოხია, რომელიც სამ ოთახში მეუღლესთან და სამ
მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს, ამბობს, რომ ბინების მისაღებათ
საბუთები, წლებია, შეაქვს, თუმცა უშედეგოდ.
„ფართები დაკანონებული აქვს სამ ოჯახს. ჩვენთვის კი ამ სამ ოთახში 6
და 4 სულიანი ოჯახების ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა,
მაინც დაბალი ქულები მოგვივიდა, რაც ბინების მისარებად არ არის
საკმარისი“, - აღნიშნა მან.
აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს დევნილთა
სამმართველოში რადიო „ათინათს“
უთხრეს, რომ ხელმძღვანელი მანუჩარ ჩილავაჩავა ადგილზე არ იმყოფება. ის
არც ჩვენს სატელეფონო ზარებს პასუხობს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები