ზუგდიდის ცენტრალური მოედნის მიმდებარედ მსუბუქი ავტომობილი
ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ
ჰოსპიტალში გადაიყვანა.
საავადმყოფოში ამბობენ, რომ პაციენტს ამ წუთებში პირველადი სამედიცინო
გამოკვლევები უტარდება.
შს სამინისტრომ გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას
გულისხმობს.
ავტოავარიის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები