ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 13 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის
განმავლობაში თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, აჭარაში, კახეთში,
გურიაში,
შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის 13 პირი დააკავეს.
მათგან 5 ნარკორეალიოზატორია.
უწყების ცნობით, სამართალდმცავების მიერი ამოღებულია: 2750 აბი
„ექსტაზი“, დაახლოებით, 1 კილოგრამი „მდმა“, 1 კილოგრამამდე
ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი“, 100 აბი
„სუბოქსინი“, 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი, 13,6827 გრამი
ჰეროინი, მეტადონის მარილის 94 აბი, 10 აბი „მეტადონი“, 5,1432 გრამი
მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5765 გრამი კოდეინის მარილი, 2,9731 გრამი
მორფინის მარილი, 1,1514 გრამი „თებაინი“, 1 შეკვრად დაფასოებული ე.წ.
„სირეცი“ და სხვა ნარკოტიკი.
მასალის გამოყენების პირობები