ზუგდიდის მერია ქალაქის ტერიოტორიაზე ამ ეტაპზე საავტომობილო გზების
ორმული შეკეთებისთვის 300 000 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ
რადიო „ათინათს“
მერიის ინფრასტრუქურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან
კილასონიამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები ათ ქუჩაზეა დაგეგმილი, მათ
შორისაა: გამსახურდიას, თავისუფლების, ბარამიას, პუშკინის, ქუთაისი,
მესხიას, თამარ მეფის, ჯანაშიას, კოსტავასა და კიტიას ქუჩები. ამ
ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარეობს.
„ახლა წყალმომარაგების კომპანია ატარებს სამუშაოებს და შესაბამისად,
ჩვენ შეჩერებული გვაქვს პროცესი. მომავალ კვირაში წყალკანალი მოგვცემს
ზუსტ სიას, თუ რომელ ქუჩებზე შეგვეძლება სამუშაობის დაწყება და ამის
შემდეგ დავიწყებთ“, - აღნიშნა კილასონაიმ.
საავტომობილო გზების ორმული შეკეთების მეორე ეტაპისთვის ტენდერი
მუნიციპალიტეტის მერიამ 30 მარტს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება 100 000 ლარია. შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა
კი ერთ წელს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები