აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, 2 დღე, მუნიციპალური
ტრანსპორტი სასაფლაოების
მიმართულებით უფასოდ იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის
პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მოქალაქეების უფასო
ტრანსპორტირება შემდეგი მიმართულებით განხორციელდება:
II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან-ჭითაწყარის I და II
სასაფლაოების, მაცხოვრისკარის, რკინიგზის, აჯვაროსა და ყოფილი
საანგუროს, ქაფათის სასაფლაოს მიმართულებით ცენტრალური ავტოსადგურის
გავლით სასაფლაოს მიმართულებით.
ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურიდან ჭითაწყარის I და II სასაფლაოების,
საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს, მაცხოვრისკარის, ქაფათის სასაფლაოს
მიმართულებით.
ქალაქის რკინიგზის სადგურიდან ჭითაწყარის I და II სასაფლაოების,
პუშკინის ქუჩის გავლით საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს,
მაცხოვრისკარის, რკინიგზის, ინგირის სასაფლაოების მიმართულებით.
ენგურქაღალდკომბინატის ცენტრიდან რკინიგზისა და ინგირის სასაფლაოების
მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები