საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ
გამოაცხადა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი
ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დღეს ყველა, მათ
შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო
დროშები დაუშვეს.
5 აპრილს, გამთენიისას მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად
6 მეშახტე ადგილზე დაიღუპა, 3 კი დაშავდა. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების
დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები