ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის საჯარო სკოლაში ხის
კონსტრუქციის პანდუსის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის შესყიდვის სავარაუდო
ღირებულება 970 ლარია, წინადადებების მიღებ 22 აპრილს დაიწყება და
ხუთი დღე გასტანს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ
სამუშაოები ხელშეკრულების დადების შემდეგ ხუთ სამუშაო დღეში უნდა
დაასრულოს. შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა კი ერთ წელს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები