ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია
სრულდება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები
მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ.
მათ თან პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ.
10 აპრილს, ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია, 1616 წელს
გარეჯში წამებული 6 000 ბერის და ასევე, მანგლელი ეპისკოპოსის წმ.
იოანეს (1751) ხსენების დღეა.
11 აპრილს, ღმრთისმშობლის ხატის „მსწაფლშემსმენელის“ ხსენებაა.
13 აპრილს, „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის
დღესასწაული.
აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია, რაც იმას ნიშნავს, რომ მორწმუნეებს
ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები