დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტრო ბიჭვინთაში მომხდარი მკვლელობის
შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ინკითის ტბის
სანაპიროზე არსებულ საცხენოსნო სპორტულ
კომპლექსში გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრები ასტამურ გვაზავა
და ბიჭვინთის მკვიდრი ანრი ხარაზია შელაპარაკდნენ, რომელიც ფიზიკურ
დაპირისპირებაში გადაიზარდა. შედეგად, ამ უკანასკნელმა ცივი იარაღით
დაჭრა ასტამურ გვაზავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა. ანრი ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ
დრომდე ეძებენ. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები