ზუგდიდში, მესხიასა და ჭავჭავაძის კვეთაზე მდებარე მინი-სტადიონს
საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილი დათა სოსელიას სახელი
მიენიჭა.
წინადადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილემ
თაზო ფაცაციამ წარმოადგინა.
„იმ ადამიანისთვის, რომელმაც იქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ეს სტადიონი
მოუწყო და ფაქტობრივად, მისცა საშუალება, რომ მსგავსი ადგილი
ჰქონოდათ, ეს ერთგვარი პატივისცემაა. მით უმეტეს, რომ ეს თავად
მოსახლეობის სურვილიცაა“, - აღნიშნა ფაცაციამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
ქუჩას შესაძლოა ძმებ კალანდიების სახელი მიენიჭოს
მასალის გამოყენების პირობები