ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის განცხადება მედიკამენტებით დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსების შემცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩიათვალა, რომ დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 150 ლარით განისაზღვროს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გამონაკლისია ონკოლოგიური პაციენტები, რომლებიც ძველი ლიმიტით (250 ლარი) ისარგებლებენ.

„აღნიშნული ქვეპროგრამით 2018 წლის 1 აპრილის მონაცემებით ისარგებლა 623-მა ბენეფიციარმა (140 438 ლარი), რაც კვარტალში დამტკიცებული ბიუჯეტის 47% შეადგენს. მოქალაქეების განცხადებების კომისიურად განხილვისას გამოიკვეთა ტენდენცია მერიაში წარადგინონ მკურნალობის კურსის კალკულაცია რამდენიმე თვეზე, რაც არსებული მაქსიმალური ლიმიტით დაფინანსების გაგრძელების შემთხვევაში ქმნის საფრთხეს დაფინანსების მიღმა დარჩნენ ის ბენეფიციარები, ვინც ითხოვს ერთი კურსის დაფინანსებას. ამასთან ოჯახის ექიმებთან გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მოქალაქეები დაჟინებით ითხოვენ სამედიცინო დოკუმენტაციაში ჩაიწეროს მკურნალობის ხანგრძლივი კურსის საჭიროება, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტით. აქედან გამომდინარე, მომართვიანობის მზარდი მაჩვენებლის გათვალისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა მედიკამენტების დაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვროს 150 ლარით, რაც მოქალაქეებს მკურნალობის კურსის ჩატარების საშუალებას მისცემს. გამონაკლისი დაიშვა მხოლოდ ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომლებიც ისარგებლებენ ძველი ლიმიტით (250 ლარი). ამდენად, ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი არ შეცვლილა. ცვლილება შეეხო მხოლოდ მედიკამენტების დაფინანსების მაქსიმალურ ლიმიტს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით, 200 პროცენტით გაიზარდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საკითხმა დაპირისპირება გუშინ გამართულ საკრებულოს სხდომაზე გამოიწვია. ოპოზიციამ ადგილობრივი ხელისუფლება სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განახევრებაში დაადანაშაულა, რასაც მერის მოადგილემ დემაგოგია უწოდა. კამათი სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

ამავე თემაზე:

ოპოზიცია მმართველ გუნდს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.