გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველადი
გადამუშავების პროდუქტის - ფიცრის უკანონო და შენიღბულად
ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში გაჩერებული
სატვირთო ავტომანქანის ძარის ქვედა ნაწილში არსებულ ე.წ. სამალავში
1,4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის ფიცარი იყო განთავსებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს
მძღოლმა ვერ წარმოუდგინა დოკუმენტაცია.
„ავტომანქანა და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი დაილუქა.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ
უწყებაში გადაიგზავნება“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები