აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით, სოჭში საგანგებო
რეჟიმია გამოცხადებული, წერს აფხაზური მედია, ტელეკომპანია „ყუბანის“
ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ამავე ცნობით, მიღებული ზომების მიუხედავად, მავნებელმა კურორტზე
აფხაზეთიდან შეაღწია და ქალაქის მთელს ტერიტორიას მოედო.
გასულ წელს ფაროსანამ სოჭში თხილის და მანდარინის მოსავლის ნახევარი
გაანადგურა. ამ დროისათვის ფაროსანას წინააღმდეგ მიმართულ
ღონისძიებებში კრასნოდარიდან ჩამოყვანილი სპეცავტომობილებია ჩართული.
დამუშავდება არა მარტო მსხვილი აგროსაწარმოები, არამედ, ადგილობრივი
მცხოვრებლების კერძო მეურნეობები. ქალაქის ადმინისტრაციის
განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარია არ მოხდეს მავნებლის მიგრაცია.
მასალის გამოყენების პირობები