თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 25
აპრილს ზუგდიდში კონცერტს გამართავს. კამერული ორკესტრის
საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში რადიო „ათინათს“
განუცხადეს, რომ ღონისძიება მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების
სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. მათივე ცნობით, დასწრება თავისუფალი
იქნება.
კონცერტი Check In Georgia-ს პროექტის ფარგლებში ჩატარდება.
„სიმფონიეტა“ ქვეყნის 5 რეგიონში 7 სხვადასხვა კონცერტს
გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები