ფოთი წელს პირველად, 15 აპრილს ქალაქის დღეს იზეიმებს. ,,ფოთის დღეები
2018“ საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს, კვირაცხოვლობას აღინიშნება.
ღონისძიების ფარგლებში, საზეიმო წირვა აღევლინება. გარდა ამისა,
ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა მოეწყობა. კოლხური
კულტურის მუზეუმში მსურველები ქალაქის ისტორიზე ლექციას მოისმენენ.
ამავე დღეს ფოთის საპატიო მოქალაქეებს დაასახელებენ.
,,ფოთის დღეები 2018“ ქალაქის ცენტრალურ პარკში ღონისძიებით
დასრულდება. ფოთელების წინაშე „ქუჩის მუსიკოსები“ და ადგილობრივი
შემსრულებლები წარდგებიან.
მასალის გამოყენების პირობები