ხობში ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი
მცირეწლოვანი.
დაშავებულები ხობის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების
ინფორმაციით, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ და პაციენტების
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რადიო "ათინათს“ შს სამინისტროში
განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით
დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები