სოხუმი მედპერსონალის დანარჩენ საქართველოში სემინარზე გამგზავრებას გამოეხმაურა
დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ
ინფორმაციას გამოეხმაურა,
რომელიც ექთნების დანარჩენ საქართველოში სასწავლო სემინარზე
გამგზავრებას ეხება. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მედპერსონალის
დელეგირება მათ არ მოუხდენიათ.
„აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მედპერსონალის გადამზადების მიზნით,
2017 წლის დეკემბერში რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების
სამედიცინო აკადემიასთან ხელშეკრულება დადო, შესაბამისად სამედიცინო
პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საგანმანათლებლო
შესაძლებლობების მოძიების საჭიროება, მით უფრო აფხაზეთის მიმართ
მტრულად განწყობულ სახელმწიფოში, არ არსებობს. აფხაზეთის ჯანდაცვის
სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს, რომ ექთნების დელეგაციის
საქართველოში სემინარზე გამგზავრების ორგანიზებაში და მათთვის
შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების გაცემაში მონაწილეობა არ მიუღია
“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები