ანაკლიის პორტის სამუშაო პროცესი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დაათვალიერა (ვიდეო)
13:55 / 16.04.2018
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები საქართველოში
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა
ელიზაბეტ რუდმა, USAID-ის „ათასწლეულის გამოწვევის“ და აშშ-ის
მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებთან ერთა, დაათვალიერა. სტუმრებს
ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და კურტ
კონტიმ უმასპინძლეს. შეკრებილებმა ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური
ზონის მიმართულებით სტრატეგიული თანამშრომელობის საკითხები
განიხილეს.
ელიზაბეტ რუდის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და სპეციალური
განვითარების ზონას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს არამარტო
საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის განვითებისთვის.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ პროექტში ორი დიდი ამერიკული კომპანია
არის ჩართული. ამერიკის მთავრობის სააგენტოების პროექტში ჩათულობა
აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ამერიკისთვის“, -
აღნიშნა რუდმა.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან
ახვლედიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის პორტის მშენებლობის პირველი
ფაზის საწყისი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ობიექტის
მომდევნო ეტაპისთვის მომზადებას გულისხმობს.
„მივყვებით გრაფიკს, ჯერ-ჯერობით არაფერი არ შეცვლილა. მიმდინარეობს
დეტალური დიზაინის დამუშავება. ასევე, ვაპირებთ სამი ძალიან დიდი
ტენდერის გამოცხადებას. ერთ-ერთი მათგანი არის დაღრმავების და
რეკლამაციის, რომელშიც სავარაუდოდ საერთაშორისო კომპნიები მიიღებენ
მონაწილეობას. ამ წუთებში მიმდინარეობს ორკილომეტრნახევრიანი
სადრენაჟო არხის მშენებლობა, რომელიც ამ ტერიტორიის ძირითად წყალს
დააგროვებს. ასევე, ხდება ჰუმუსოვანი ფენის მოსუფთავება. ივლისში
დავიწყებთ დაღრმავების და ე.წ რეკლამაციას, რომელიც ითვალისწინებს,
დაახლოებით, ოთხნახევარი კუბურიმეტრი მიწის ამოღებას ზღვის ფსკრერიდან
და პორტის 110 ჰა ტერიტორიაზე მოყრას. სამუშაოები გაგძელდება სამი
წლის მანძილზე და 2020 წლისთვის ჩვენ პირველ გემს შემოვიყვანთ“, -
აღნიშნა ახვლედიანმა.
ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები 2017
წლის 22 დეკემბერს დაიწყო. პორტის ოპერირება 2020 წლის ბოლოსთვის
იგეგმება.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:
• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას;
• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის
ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე
განთავსდება და უზრუნველჰყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების
ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის
ტერიტორიაზე);
• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3
მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება;
• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის
მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა
და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა
540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები