პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას
განცხადებით, წელს ფაროსანას
წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში 150-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა
მობილიზებული. მისივე თქმით, შარშან სპეციალური ტექნიკის რაოდენობა
სულ 14 იყო.
„შედარებისთვის მე შეგახსენებთ, რომ ტექნიკის რაოდენობა შარშან იყო
14. მასშტაბი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი გამომდინარე იქიდან, რომ
საფრთხეებიც გაზრდილია“, - აღნიშნა დანელიამ.
მავნებელთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა დღეს სამგრელოს
რეგიონებში, აბაშასა და მარტვილში გაიმართა. მას სოფლის მეურნეობის
მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტის წევრები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ფაროსანას შეწამვლით ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობის მნიშვნელობაზე
პარლამენტის წევრმა, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლაშა
დამენიამ ისაუბრა.
„აუცილებელია დიდი ველებისა და ტყეების შეწამლვა, რადგან არსებობს
იმის საშიშროება, რომ იქ მყოფი ფაროსანები გადმოინაცვლებენ
მოსახლეობისკენ, როგორც ეს შარშან მოხდა“, - თქვა დამენიამ.
როგორც შეხვედრაზე ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ნოდარ კერესელიძემ უთხრა, მავნებლის კონტროლის კუთხით წელს ჩატარებული
ღონისძიებები იქნება გაცილებით ეფექტური.
მასალის გამოყენების პირობები